ავთანდილ კრავეიშვილი არის კომპანია „აკუსტიკოს“ დამფუძნებელი, დირექტორი და წამყვანი სპეციალისტი. მას აქვს საპროექტო და საინჟინრო მომსახურების გაწევის 15 წლიანი ისტორია და 8 წლიანი ბიზნეს გამოცდილება, რომელიც ეძღვნება საქართველოში ხმის საიზოლაციო და აკუსტიკური ინდუსტრიის განვითარებას. ის აქტიურად არის ჩართული კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის პროცესში, რომელიც მიმდინარეობს სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში. ის ასევე არის სხვადასხვა ეკონომიკური კვლევების აქტიური მონაწილე. ავთანდილ კრავეიშვილის როლი, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი, მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, სექტორის განვითარების ხედვა და ღირებულებები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია GCMC-ის მდგრადი განვითარებისთვის.
" ჩემი მიზანია წვლილი შევიტანო სამშენებლო ინდუსტრიის ჯანმრთელობასა და განვითარებაში რეგულაციებისა და სტანდარტების მიმართულებით. ასევე, ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას შევიტანო მნიშვნელოვანი წვლილი აკუსტიკის დარგის (როგორც სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილის) განვითარებაში, როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო, ასევე რეგულაციებისა და სტანდარტების მიმართულებით."
თამაზ დაუშვილი არის ფანჯრების, კარების და ფანჯრების აქსესუარების სფეროში წამყვანი ქართული კომპანია DIO-ს თანადამფუძნებელი, პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი. თამაზ დაუშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ბიზნეს გამოცდილების გაზიარებისა და სტრატეგიული მართვის პროგრამებში აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში. მან ასევე უმასპინძლა საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლების გუნდებს, რათა განეხილათ კომპანიის საუკეთესო პრაქტიკა და არაერთხელ იყო მიწვეული ახალგაზრდებთან სასაუბროდ თემაზე „ბიზნეს შესაძლებლობები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება“. თამაზ დაუშვილის, როგორც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის როლი, მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ხედვა და ღირებულებები სექტორის განვითარებისთვის, გადამწყვეტია GCMC-ის მდგრადი განვითარებისთვის.
" მე ძალიან ვამაყობ, რომ წარმოვადგენ GCMC. ჩვენ ერთად შევქმნით სამყაროს განსხვავებულს!"
ივერი ქუცნაშვილს აქვს 20 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო და საწარმოო ინდუსტრიებში ბიზნესის განვითარებისა და კონსულტაციის სფეროში. მან ხელი შეუწყო ხუთი წარმატებული კომპანიის განვითარებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროფესიული წვლილი შეიტანეს საქართველოში სამრეწველო, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში. ივერი ქუცნაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და დაამთავრა მაგისტრის ხარისხი CWRU-ში (აშშ).
" რეგულაციები და სერტიფიცირების ბარიერები არის ქართული სამშენებლო მასალების კომპანიების ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მარეგულირებელი ბაზის მოდერნიზაციას, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, ადგილობრივი წარმოების ხარისხისა და ღირებულების ამაღლებას. ასევე, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ექსპორტის ზრდას ადგილობრივი წარმოების პროდუქციის სერტიფიცირების ხელშეწყობით."